“იდიშური კვარტეტის” კონცერტი ვილნიუსში
18 მარტს, ლიეტუვის მარტინას მაჟვიდასის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა თბილისის “იდიშური კვარტეტის” კონცერტი.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ.
საქართველოს საელჩო გულითად მადლობას უხდის „იდიშური კვარტეტის“ წევრებს არაჩვეულებრივი კონცერტისთვის, რომლის ფარგლებშიც უზადოდ იქნა შესრულებული ქართული და იდიშური სიმღერები. აღსანიშნავია, რომ კონცერტმა მსმენელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
საღამოს ფარგლებში საქართველოში იდიშურ კულტურასა და ასევე ქართველი და ლიეტუველი ებრაელების კულტურულ კავშირებზე ისაუბრა ქართველმა მკვლევარმა ლაშა შაყულაშვილმა.
საქართველოს საელჩო ასევე გულითად მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ლიეტუვის ეროვნულ ბიბლიოთეკას და ამავე ბიბლიოთეკის იუდაიკის კვლევით ცენტრს.