Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ქართულ-ესტონური ფილმის მანდარინების ჩვენება ლიეტუვაში

ქართული კინოს შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით, ლიეტუვის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს და ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, მ/წლის 5 მაისს, კინეთეატრ „პასაკაში“ გაიმართა ქართულ-ესტონური ფილმის „მანდარინები“ ჩვენება.
ფილმის ჩვენებამდე, მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს ლიეტუვის რეპსუბლიკაში საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ და ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა.
საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქართული კინოს მდიდარ ისტორიასა და მნიშვნელობაზე. ასევე, კინემატოგრაფიაში საქართველო-ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე, ისევე როგორც ფილმის „მანდარინები“ საერთაშორისო აღიარებაზე.
„მანდარინების“ თემატიკიდან გამომდინარე, სალომე შაფაქიძემ, ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქვეყნის წინაშე არსებულ სირთულეებზე, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ომის დაწყების წინაპირობებზე, რუსეთის მხრიდან დღემდე მიმდინარე ოკუპაციასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ სწორედ საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიის და ოკუპაციის გაგრძელებას წარმოადგენს დღეს უკრაინაში მიმდინარე ომი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის სახელმწიფო უწყებების, აკადემიური და კულტურის სფეროს, ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ფილმის ჩვენების შემდეგ მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.