საერთაშორისო ღვინის ფესტივალი ვილნიუსში "Vyno dienos 2023"
2023 წლის 5-6 მაისს, ქ. ვილნიუსში გაიმართა საერთაშორისო ღვინის ფესტივალი „Vyno Dienos 2023”, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებთან ერთად ტრადიციულად წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოებიც.
წლევანდელ ღვინის ფესტივალზე ქართული ღვინოები წარადგინეს კომპანიებმა „Sakartvelo skoniai” და „Qvevri Wine”.
აღნიშნულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქართული ღვინის წარმოდგენა და კომპანიების მონაწილეობა, ხელს შეუწყობს ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო არენაზე და ლიეტუვაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შენარჩუნებას.