ელჩის შეხვედრა ლიტვის სახელმწიფო ისტორიის არქივში
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან მეასე წლისთავისთვის მიძღვნილი ერთობლივი გამოფენის გამართვის საკითხი, რომელშიც ასახული იქნება საქართველოს და ლიტვის დიპლომატიური ურთიერთობები 1918-1921 წლებში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლიტვის ცენტრალური სახელმწიფო არქივის, კაუნასის რეგიონალური არქივის, ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები.
არქივში ასევე მოეწყო შემეცნებითი ექსკურსია, რომლის ფარგლებშიც, ლიტვის სახელმწიფო ისტორიის არქივის დირექტორმა ვირგინია ჩიუნსკიენემ ელჩს გააცნო ლიტვის არქივებში დაცული ისტორიული მასალები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული არქივი და ლიტვის ცენტრალური სახელმწიფო არქივი 2009 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ორგანიზებას უწევენ ერთობლივ პროექტებს.