შეხვედრა ლიეტუვური ენის ინსტიტუტში
13 თებერვალს, ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ შეხვედრა გამართა ლიეტუვური ენის ინსტიტუტის დირექტორთან ალბინა აუკსორიუტესთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ინსტიტუტის ქართულ მხარესთან არსებული კავშირები და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები.
საქართველოს ელჩი ასევე გაეცნო ლიეტუვური ენის ინსტიტუტის საქმიანობას.