Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

18 სექტემბერს, საქართველოს ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე ვიზიტით ქალაქ ალიტუსში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ქ. ალიტუსის მერთან ნერიუს ცესიულისთან. 

შეხვედრის მთავარ თემას ქ. ალიტუსის საქართველოს ერთ-ერთ ქალაქთან დამეგობრება და პარტნიორობის შესაძლო სფეროების განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე განხილული იქნა მუნიციპალურ დონეზე ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განათლების, კულტურის, გარემოს დაცვის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიმართულებებით. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქ. ალიტუსის მერის მოადგილეები იურგიტა შუკევიჩიენე და ბრონიუს ბიელიაუსკასი, ასევე მერის მრჩეველი ვია კუდზიენე.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი ასევე ეწვია ქალაქ ალიტუსის თეატრს, სადაც თეატრის დირექტორთან ინესა პილველიტესთან და მის მოადგილესთან ტომას კუნჩინასთან განხილული იქნა ქართულ თეატრებთან სამომავლო თანამშომლობის საკითხები.