გამოფენა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია და სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის 16 წლისთავთან დაკავშირებით
ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია და სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის 16 წლისთავთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილია რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დევნილთა იძულებითი გადაადგილების პროცესის ამსახველი ფოტომასალა.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და მეგობრობის ხიდის „ქართლოსი“, აგრეთვე, ფოტოგრაფების - რაიან ჯონ ჯონსისა და მალკოლმ ლინტონის მიერ მომზადებული ნამუშევრები გამოიფინა როგორც მუზეუმის ღია ცისქვეშა სივრცეში, აგრეთვე, შენობაში განთავსებულ №16 საკანში, რომელიც ვიზიტორთა განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნული გამოფენის მონახულების საშუალება დამთვალიერებლებს 2024 წლის 1 სექტემბრამდე ექნებათ.
მისამართი: Aukų g. 2A, Museum of Occupations and Freedom Fights (the former KGB prison).