საერთაშორისო კონფერენცია ქალთა უფლებების დაცვის საკითხზე
ლიეტუვის რესპუბლიკაში შვედეთის სამეფოს საელჩოს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ორგანიზებით, 25-26 მაისს, გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით - Gender Equality and Violence Against Women-Perspectives from the EU and the Eastern Partnership Countries.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს და მოლდოვის საელჩოების თანა-მასპინძლობით, გაიმართა ოფიციალური მიღება, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა, სალომე შაფაქიძემ.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე წარმოდგენილ იქნა, რამდენიმე გამოჩენილი ქართველი ქალის ფოტოსურათები გამოფენიდან - „50 ქალი საქართველოდან“, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით მე-19 და მე-20 საუკუნეების იმ ეროვნულ პროცესებში, რომლებიც მიმართული იყო ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულების, ადამიანის უფლებათა დაცვის, გენდერული თანასწორობისკენ და სხვა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების, ქალთა უფლებების დაცვის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და სამზარეულო.