პროექტი „მოთანამშრომლე ყვარელი: ძლიერი კავშირების ჩამოყალიბება საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის"
6 სექტემბერს ლიეტუვის, ქალაქ პლუნგეს ყვარელის მინიციპალიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ; ვიზიტი პლუნგესა და ყვარელის თანამშრომლობისა და პროექტის- „მოთანამშრომლე ყვარელი: ძლიერი კავშირების ჩამოყალიბება საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის“ დასკვნითი ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ამგვარი პროექტები ხელს უწყობს ორი ქვეყნის რეგიონებს შორის გამოცდილების გაზიარებას და მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერებას. მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს რომ მსგავსი ტიპის პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.
ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პლუნგეს მერმა აუდრიუს კლიშონისმა და ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა ეკატერინე ჭავჭავაძემ.