Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

განცხადება ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ


განცხადება

ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

 

ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში  2018 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსსკონკურსის შედეგად ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 2 (ორსაუკეთესო აპლიკანტსსტაჟირება დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 3 დეკემბრის ჩათვლით.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადებაგადამზადებამათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქესრომელიც ფლობს სახელმწიფო ენასარის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

საბუთები მიიღება /წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლითელექტრონული ფოსტის მეშვეობითმისამართზე: [email protected]

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: წარმოდგენილი საბუთების განხილვის საფუძველზე კანდიდატის შერჩევა;   გასაუბრება შერჩეულ აპლიკანტებთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნებიქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნაგამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარიდაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულებაკომუნიკაბელურობაგუნდური მუშაობის უნარიდამოუკიდებელი მუშაობის უნარიკრიტიკული აზროვნებისა და მოვლენათა ანალიზის უნარი (სასურველია ფლობდეს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ ცოდნას); საოფისე პროგრამების ფლობა.

 

ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში  სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის  მეშვეობითმისამართზე[email protected] უნდა წარადგინოს:

 

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; (იხ. დანართი N2)

ავტობიოგრაფია; (ხელმოწერილი)

დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

პასპორტის ასლი;

ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრებისდამადასტურებელი დოკუმენტირომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ერთი ფოტოსურათი (3X4);  - დაკრული განაცხადზე

ცნობა ნასამართლეობის შესახებ

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საქართველოს საელჩოში (მისამართი: D. Poškos g. 13, Vilnius)

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით  ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

 

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაშისტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთრომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში  ორჯერმაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

 

ტელ: Tel: + (370)  527 36959

ან  ელ-ფოსტის მისამართზე [email protected]

 

გისურვებთ წარმატებებს !


იხ. სტაჟირების გავლის წესი