Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩოს შენობას ახალი წარწერა ამშვენებს

ლიტვაში საქართველოს საელჩოს შენობას ახალი წარწერა ამშვენებს - Sakartvelo Ambasada. 

ა.წ. 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ამიერიდან ლიტვურ ენაში საქართველოს ოფიციალური დასახელება არის Sakartvelo. ლიტვის რესპუბლიკამ ეს საჩუქარი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს მიუძღვნა. 

ახალი დასახელების აღმნიშვნელი სიმბოლიკა ამიერიდან ოფიცილაურად დაამშვენებს საქართველოს საელჩოს ქ. ვილნიუსში. 

დღეს, 7 მაისს, ლიტვაში საქართველოს საელჩოს შენობაზე გაიხსნა სანიშნე დაფა ახალი დასახელებით „Sakartvelo Ambasada“ (საქართველოს საელჩო). გახსნის ცერემონია ქართული მრავალხმიანი სიმღერით დაამშვენეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულმა სოლისტების ანსამბლმა „სულიკო“-მ. ცერემონიაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ლიტვის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტები. 

გახსნის ცერემონია ფართოდ გაშუქდა ლიტვის მედია სივრცეში, ასევე შედგა საქართველოს ელჩის ხათუნა სალუქვაძის ინტერვიუ ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებელთან.