Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში

საკონსულო განყოფილება

სიახლეები

მიხეილ სულაბერიძემ მონაწილეობა მიიღო ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენის ,,Vyno Dienos 2025” გახსნაში

მიხეილ სულაბერიძემ მონაწილეობა მიიღო ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენის ,,Vyno Dienos 2025” გახსნაში

2025 წლის 9-10 მაისს, ქ. ვილნიუსის საგამოფენო ცენტრმა ,,Litexpo”, უმასპინძლა ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას ,,Vyno Dienos 2025”, რომელზეც მეღვინეობების ,,შატო ქეთევანი” და ,,ასკანელი” მიერ, წარმოდგენილ იქნა ქართული ღვინოები. ღონისძიების გახსნის ცერემონიაში, მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ სულაბერიძემ. აღსანიშნავია, რომ ქართულმა კუთხემ, ტრადიციულად, დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი დაიმსახურა. ღვინის გამოფენას ,,Vyno Dienos”, რომელიც წელს უკვე მე-20 გაიმართა, ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოდან, ათასობით ვიზიტორი სტუმრობს, მათ შორის, დარგის სპეციალისტები, ალკოჰოლური სასმელების მსხვილი მწარმოებლები, სომელიეები, ღვინის ექსპორტიორები და დისტრიბუტორები და სხვ.

მიხეილ სულაბერიძე მე-2 მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მიხეილ სულაბერიძე მე-2 მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

2025 წლის 8 მაისს, ლიეტუვაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მიხეილ სულაბერიძე დაესწრო ლიეტუვის სეიმის პატრონაჟითა და შილუტეს რაიონის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გამართულ, მე-2 მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ცერემონიაზე, საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ქვეყნის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, სეიმის სპიკერმა, საულიუს სკვერნელისმა და სხვა მაღალი რანგის პირებმა.

მიხეილ სულაბერიძე ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო

მიხეილ სულაბერიძე ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო

2025 წლის 17 თებერვალს, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას მიწვევით, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, მიხეილ სულაბერიძემ მონაწილეობა მიიღო ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრაში. ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა და დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა, წმინდა საყდრის ელჩმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, არქიეპისკოპოსმა გეორგ განსვეინმა.

საერთაშორისო გამოფენა „Adventur 2025“

საერთაშორისო გამოფენა „Adventur 2025“

2025 წლის 24-26 იანვარს, ქ. ვილნიუსის საგამოფენო ცენტრმა ,,Litexpo”, უმასპინძლა ტურიზმის რიგით მე-12 საერთაშორისო გამოფენას „Adventur 2025“, რომელშიც საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, ქართული მხრიდან, მონაწილეობა მიიღეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

პროექტი „მოთანამშრომლე ყვარელი: ძლიერი კავშირების ჩამოყალიბება საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის"

პროექტი „მოთანამშრომლე ყვარელი: ძლიერი კავშირების ჩამოყალიბება საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის"

6 სექტემბერს ლიეტუვის, ქალაქ პლუნგეს ყვარელის მინიციპალიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ; ვიზიტი პლუნგესა და ყვარელის თანამშრომლობისა და პროექტის- „მოთანამშრომლე ყვარელი: ძლიერი კავშირების ჩამოყალიბება საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის“ დასკვნითი ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

გამოფენა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია და სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის 16 წლისთავთან დაკავშირებით

გამოფენა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია და სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის 16 წლისთავთან დაკავშირებით

ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია და სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის 16 წლისთავთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა მოეწყო.